ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯიქიას ქუჩაზე გმირი პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება

Read Time:45 Second

ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა.

„ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ წელს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა. იგი გადატანილი იქნება სხვა ადგილას. ასე, რომ ამ ადგილზე აშენდება 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი – პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენ ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, 1000-ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს სექტემბერში ჩაბარდება ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს.

პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ 1კვ.მ ფართობზე 100 დოლარის ეკვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციული ნაწილი უკრაინაში ვიზიტს არ შეუერთდა, მაგრამ ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევის ჩვენება და დემონსტრირება ჩვენი უკრაინელი მეგობრების წინაშე მაინც შედგა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს – 13 000-მდე დევნილი ოჯახი მომდევნო 3-4 წელიწადში ბინას მიიღებს