ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ სურს ოპოზიციას, რადგან თვლიან, რომ ეს წარმატება მათ რევოლუციური სცენარის განხორციელებას ხელს შეუშლის

Read Time:1 Minute, 8 Second

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ სურს ოპოზიციას, რადგან თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მიღწეული ეს წარმატება მათ რევოლუციური სცენარის განხორციელებას ხელს შეუშლის და ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი იქნება მისი პოზიციებისა და პერსპექტივაში არჩევნებისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ვხედავთ, რომ თვითონ ოპოზიციის შეფასება და განცხადებები არეულია. ერთი რამ ფაქტია, რომ მათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ სურთ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ამით ისინი თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მიღწეული ეს წარმატება მათ რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალებას არ მისცემს და „ქართული ოცნებისათვის“ კიდევ ერთი დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი იქნება მისი პოზიციებისა და პერსპექტივაში არჩევნებისთვის. ასევე დაიწყეს მეორე რიტორიკაც, რადგან იციან, რომ შეიძლება ობიექტურ რეალობაზე ევროკავშირმა თვალი აღარ დაუხუჭოს და ობიექტურად, ქვეყანა სად იმყოფება ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ ახალი რიტორიკა შემოაგდეს, რომ თუ მოგვცემენ სტატუსს, არა იმიტომ, რომ ქვეყანამ და ხელისუფლებამ საშინაო დავალება შეასრულა, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხია კარგი და ამას იმსახურებს. დიახ, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისა და ცივილიზაციური ერთობისათვის ყოველთვის იბრძოდა და ეს ახალი არ არის. ოპოზიცია ასევე ცდილობს, რომ სტატუსის მონიჭების შემთხვევაში თქვან, რომ ჩვენ ხომ ამას ვიძახდით, რომ შემდეგი პოლიტიკური ცხოვრებისათვის ამის ბილეთი ჰქონდეთ. კიდევ ახალი ნარატივიც შემოიტანა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, რომ მოცემის შემთხვევაში ეს იქნება პრეზიდენტის დამსახურება. მე რა თქმა უნდა მოვუწოდებ ქვეყნის ყველა ინსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტსაც, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი არ შეუშალოს და პირიქით ამისთვის მაქსიმალური გააკეთოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ახლა მთავარია სააკაშვილს ყველამ ურჩიოს, რომ შეწყვიტოს თვითდესტრუქცია
Next post ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად არიოს