ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად არიოს

Read Time:54 Second

დავით კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ აღიარა მისი მორიგი დანაშაული, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. როგორც მოგეხსენებათ, დაუშვებელია პოლიტიკური ძალების დაფინანსება გადაჭარბებული ოდენობით, კონკრეტული ლიმიტებია ქართული კანონმდებლობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად არიოს, ამას წლებია ცდილობს და რა თქმა უნდა, ამ მიზანს ვერ მიაღწევს. კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩია. მას სხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობა და სხვანაირი ადამიანების მართვა არ შეუძლია. „ნაცმოძრაობას“ მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა იმისთვის, რომ კეზერაშვილს მისი მართვა მოეხერხებინა. თვითონ კეზერაშვილიც დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანია, ეს არ არის სასაცილო, ეს ნამდვილად ასეა. ამ კაცის განცხადებები სამარცხვინოა, რადგან ყველამ იცის, რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული რის ხარჯზე იშოვა? – ეს იყო ბიზნესის რეკეტი, პირველი და მთავარი დანაშაული. რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი, ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ ბიზნესის ძარცვა და რეკეტი გააგრძელა არაფორმალური პოზიციიდან. მან ასევე გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც, ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ის სამი მიმართულებით ფულს შოულობდა, რაც სამივე ერთმანეთზე სამარცხვინო ამბავია“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ სურს ოპოზიციას, რადგან თვლიან, რომ ეს წარმატება მათ რევოლუციური სცენარის განხორციელებას ხელს შეუშლის
Next post ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლისა გარდაიცვალა