ირაკლი ქადაგიშვილი: საარჩევნო რეფორმის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა საკითხი კონსულტაციების შედეგად შეჯერდა

Read Time:26 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ის საკითხი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, კონსულტაციების შედეგად შეჯერდა.

„შეთანხმების არცერთ პუნქტში არ იყო ნათქვამი, რომ ადამიანები, რომლებიც პროფესიული ნიშნით მუშაობენ ცესკოში, ვადაზე ადრე უნდა შევცვალოთ. ამას დაეთანხმა ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა. ამ კოდექსით არა ფაქტობრივი გაყალბების აღმოფხვრა მოხდება, რაც ისედაც აღმოფხვრილია, არამედ აღქმის დონეზეც კი არ უნდა დარჩეს ვინმეს პრეტენზია. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, ყველა პარტიას ეყოლება ერთი წარმომადგენელი ცესკოში და მათი გადასაწყვეტი იქნება, თუ ვინ გახდება ცესკოს მომავალი თავმჯდომარე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას 2010 წელს მათი საცავებიდან გატანილ ექსპონატებს უბრუნებს
Next post არჩილ თალაკვაძე: კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა ქვეყანა