არჩილ თალაკვაძე: კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა ქვეყანა

Read Time:24 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა საკუთარი ქვეყანა.

„პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია და „ქართული ოცნება” მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდია. ვიზიტი სწორ დროს და სწორი პრიორიტეტებით იყო დაგეგმილი, რისთვისაც პარლამენტის საგარეო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებით შეფასებას იმსახურებენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ კახა კუჭავამ დელეგაციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მიიწვია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: საარჩევნო რეფორმის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა საკითხი კონსულტაციების შედეგად შეჯერდა
Next post რატი იონათამიშვილი: საარჩევნო რეფორმის დოკუმენტის არსებული რედაქცია მნიშვნელოვანად პროგრესულია და რაც მთავარია, ის პარტიებს შორის შეთანხმებით არის დამუშავებული