ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი – ვფიქრობთ, არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის არამოტივირებულ გადაწყვეტილებას, გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა არჩევნები, რომელსაც ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უმაღლესი შეფასება მისცა

აბსოლუტურად გაურკვეველია მოტივაცია, რა მოტივაციითაც პრეზიდენტმა იმოქმედა. როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, ეს არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამოჩენა. რეალურად, პრეზიდენტს, მით უმეტეს ამ საკითხში პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა არ ევალება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობილი ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება.

„გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაშინ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა ადმინისტრაციის მიერ გაწეულ მუშაობას მისცა უმაღლესი შეფასება. რამდენიმე ქვეყნის ელჩმა, ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიის და კიდევ სხვა ქვეყნების ელჩებმა პირადი შეფასება მისცეს და აღნიშნული იყო, რომ ასეთი მაღალი ორგანიზაციული ხარისხით ჩატარებული არჩევნები, ადმინისტრირების ასეთი მაღალი დონე და უმაღლესი ადმინისტრატორის, კონკრეტულად იყო მათ შორის თავმჯდომარეზე მითითებაც, გაწეული სამუშაო მართლაც უმაღლეს შეფასებას იმსახურებსო. აქედან გამომდინარე, ყოვლად გაურკვეველია, რატომ ხდება ასეთი ადამიანის არდაშვება პარლამენტში წარსადგენად. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ, გვექნება ჩვენი ხედვა ამაზე და არ დავუჭერთ მხარს ამ ობიექტურად არამოტივირებულ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ცესკოს არჩეული თავმჯდომარე გააგრძელებს მოვალეობას, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი თავმჯდომარე. უნდა მოხდეს ახალი კონკურსის ჩანიშვნა და ეს პროცედურები გაგრძელდება. კენჭისყრას თავისი ვადები აქვს, საშემოდგომო სესიის განმავლობაში, სადღაც ნოემბრამდე ეს პროცესები გაგრძელდება. კენჭისყრის უარყოფითი შედეგების შემდეგ ახალი კონკურსი გამოცხადდება, ალბათ ოქტომბრის თვეში გამოცხადდება ახალი კონკურსი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ექსკლუზიური კაბა ნანუკა გუდავაძისთვის და ოჯახური ფოტოსესია: ივანიშვილების იშვიათი კადრები

ნანუკა გუდავაძეს ქართველი საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს და მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. 2018 წელს იგი ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი - ბერუკა და დადუ ჰყავს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში მორიგი, თბილი ოჯახური კადრები გააზიარა."ჩვენ" - წერს ნანუკა.

საბერძნეთში ტყის ხანძრებს სამი მეხანძრე ემსხვერპლა

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა.გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, იორდანიის, ტაილანდის, და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 96 მოქალაქე.მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა.მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.საპასუხოდ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განმარტეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში.ირანის განცხადებით, ეს გემები „საშიშ და უკანონო მარშრუტზე“ მოძრაობდნენ.

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

ბოლო სიახლეები