ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის უმღლესი თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს, რომ არ იყო მთლად კორექტული, როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და არა კანდიდატობა

Read Time:49 Second

ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტზე და მმართველი გუნდის მოლოდინებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, დოკუმენტში ასახული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური სფერო, არამედ საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან თავსებადობა, პარლამენტი კი ყველა კანონის მიღების დროს ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედ მაღალ სტანდარტებს. ეს კი მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინის საფუძველს აძლევს.

„პოლიტიკური ინტერესები და აქცენტები შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე შეიცვალოს, მაგრამ უცვლელი და მყარი რჩება სწორედ ის რეფორმების გზა, ის საკანონმდებლო ბაზა, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მოწყობა, რომელიც უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს. აქ პოლიტიკური კონიუნქტურა არჩევნებიდან არჩევნებამდე შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს, მაგრამ რას ეფუძნება ქვეყნის ცხოვრება, განვითარება, პერსპექტივა – ამის შეცვლა ასე ადვილად არ ხდება. ეს ყველაფერი მრავალწლიანი, მათ შორის საკანონმდებლო და რეფორმატორული საქმიანობის შედეგი არის. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ის ძალიან მყარი ბაზა, რომელიც გამოკვეთილად არის მიმართული ევროპული სტანდარტებისკენ. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობები იცვლება და თვითონ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს, რომ არ იყო მთლად კორექტული, რომ საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და არა კანდიდატობა და ისინი ელოდებიან საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს, ომ მან კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს მზაობა უკვე კანდიდატის სტატუსში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: კუვეიტს აქვს ნავთობის საბადო, ჩვენ გვაქვს მოღალატეების საბადო, ამოდის და ამოდის
Next post რადაში არესტოვიჩის გადაყენებას ითხოვენ – “მისი წარმოდგენები სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“