ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებული სხვადასხვა ანტიკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ორგანოს ვქმნით

Read Time:52 Second

ევროკომისიის რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებული სხვადასხვა ანტიკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ორგანოს ვქმნით, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოდ უნდა გაატაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ექსტრემალურ ვითარებაში, ანტიკორუფციული სამსახური ყველა სახელმწიფო ინსტიტუციისგან ცალკეა გამოყოფილი, რადგან ქვეყანაში ისეთი დონის კორუფციაა და სახელმწიფო ინსტიტუტებიც ისე არიან პარალიზებული, რომ საგამოძიებო სტრუქტურები აღარ არსებობს.

„ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს-ხოლმე ექსტრემალურ გადაწყვეტილებას, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ავტონომიური ინსტიტუტი შექმნას. ასეთი რამ ჩვენ გვხვდება მხოლოდ ღრმა კორუფციით დაზიანებულ ერთეულ სახელმწიფოში. თუ ჩვენ ევროპული ქვეყნების პრაქტიკას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები ეს არის მრავალეტაპიანი, მრავალფეროვანი, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებები და პრევენციული მთელი რიგი ინსტიტუციები და მექანიზმებია. საქართველოში კი ეს სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებს, ფუნქციონირებს. სხვათა შორის, კომპეტენტური საერთაშორისო შემფასებლები, საქართველოს როგორც ანტიკორუფციული კუთხით მაღალი მაჩვენებლების ქვეყნად განიხილავენ. ამ რეიტინგით მსოფლიოში 41-ე ადგილზე ვართ, ამიტომ, ჩვენ ამ რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებულ ანტიკორუფციულ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ინსტიტუციას ვქმნით, რომელმაც კიდევ ერთხელ სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოდ უნდა გაატაროს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა, ჯამში, ეს პროგრამა დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი