არჩილ თალაკვაძე – დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება

Read Time:47 Second

დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეკუთვნება ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და, ვფიქრობ, დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიონ. დღის წესრიგში რჩება ორი კითხვა, რომელიც არაერთხელ დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია. კერძოდ, რა არის ის დიაგნოზები და დაავადებები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი ექიმები, ვინც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ. ასევე, თანამშრომლობს თუ არა სააკაშვილი ექიმებთან თავისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს თუ არა იმ რეკომენდაციებს, დანიშნულებას, რაც ექიმების მხრიდან აქვს. ამ ორ კითხვაზე დღემდე მისი დაცვის მხარის მიერ პასუხები არ გვაქვს და არც თანხმობა, ნებართვა არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასაჯაროვდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2 წლის წინ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარი იყო, 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ეს დახმარება 200 ლარი გახდება
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციას ვასრულებთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენში არსებული სხვადასხვა ანტიკორუფციული სახელმწიფო ინსტიტუციისა და რეგულაციის მაკოორდინირებელ ორგანოს ვქმნით