ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდება

Read Time:30 Second

ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მხარეებმა პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, დანარჩენებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება. მისივე თქმით, იმ პოლიტიკოსებს, ვინც პარლამენტის პირველ სხდომაზე არ შევა, დეპუტატის მანდატი არ შეუჩერდებათ.

„ჩვენ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს, იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას და ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში 11 დეკემბერს შევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: 11 დეკემბრამდე დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ
Next post ირაკლი კობახიძე: როგორც კი დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს