ირაკლი კობახიძე: როგორც კი დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს

Read Time:36 Second

ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროების და ასეთივე დამოკიდებულება საბოლოო ჯამში დააფიქსირეს ელჩებმა, შესაბამისად, დეტალებზე ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დეტალებზე საჯაროდ საუბარი მოლაპარაკებებს საფრთხეს შეუქმნის.

„იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროებას, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, საბოლოო ჯამში. ანუ, დეტალების გასაჯაროება არ მიგვაჩნია სწორად. თქვენ თუ დააკვირდებით, ვინ ითხოვს და ვინ ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მიხვდებით რა დგას ამის უკან. როგორც დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მათ წარმატებით დასრულებას. ეს დგას ამ მოთხოვნის უკან“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდება
Next post არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეგვიძლია