არჩილ თალაკვაძე: 11 დეკემბრამდე დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ

Read Time:1 Minute, 3 Second

11 დეკემბერს შედგება პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომა, ამიტომ დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ. ამ მიზნით მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მსურს „ქართული ოცნების“ სახელით მადლობა გადავუხადო ფალისიტატორებს. დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან. არის რეალური ალბათობა, რომ შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას მოგვცემს – ესაა საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ ეს შეიძლება გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა პარლამენტის სხდომა. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომა, ამიტომ დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ. ამ მიზნით მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა. სხვა საკითხებზე ჩვენი პოზიცია არ შეცვლილია. 2 მილიონამდე ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი და ამ არჩევანის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ გვაქვს. ვიმეორებ, რომ ხელახალი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება. დღეს ვიმუშავეთ საარჩევნო რეფორმის საკითხზე, რომლის გაგრძელების პოლიტიკური ნება ჩვენს გუნდს ჰქონდა და აქვს დღესაც. თუ რა შემადგენლობით გაიმართება პირველი სხდომა, ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს დიალოგის შედეგებს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე: თუ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, პარლამენტში ვერ მიხილავთ
Next post ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდება