ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებას ყველაფერი აქვს გაკეთებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას მენიჭოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს წელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება

Read Time:45 Second

იმედია, რაც მოხდა შარშან, არ განმეორდება წელს. საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვნახოთ, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ გამეორდება ის, რაც მოხდა შარშან, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტიც ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ევროკავშირმა მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ყველაფერი კეთდება, იმისთვის რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„დღესაც, ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, საქართველო ბევრად უსწრებს წინ. ოდნავ კი არა, ერთი თავით მაღლა ვდგავართ, როგორც უკრაინაზე, ასვე მოლდოვაზე. ასე იყო შარშან და ასეა წელსაც. 12 პუნქტთან დაკავშირებით – ზედმიწევნით გავყვებით თითოეულ ამ პუნქტს და შესრულდება შესაბამისი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ყველაფერი აქვს გაკეთებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას მენიჭოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს წელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი და ეს ინტერესი სწორედ მეორე ფრონტია
Next post დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება