ირაკლი კობახიძე: საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი და ეს ინტერესი სწორედ მეორე ფრონტია

Read Time:38 Second

საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვისა და ბელარუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის სწორედ მეორე ფრონტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და არსად მიდის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვამ უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს. იყო ასეთი მესიჯი, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის და ამ დროს მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, დსთ-ს წევრად რჩება, არავის უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. ანუ, ლოგიკური დასკვნა რა არის – საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, არ არსებობს ბელარუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე არ ვამბობთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ინფორმაციის საფუძველზე ვამბობთ, უბრალოდ ბოლომდე კარტების გახსნა გვიჭირს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ
Next post ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებას ყველაფერი აქვს გაკეთებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას მენიჭოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს წელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება