ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: პრეზიდენტს არაერთხელ უცდია მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა არ ავყვებით – არ მგონია მას ამერიკული, რუსული ან ეს კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს

Read Time:29 Second

არ მგონია პრეზიდენტს ამერიკული, რუსული ან ეს კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ არცერთი წაკითხული არ აქვს და განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

„პრეზიდენტს არაერთხელ უცდია მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა ამაში ჩვენ არ ავყვებით, ეს ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ხალხის ძალის“ კანონპროექტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ვიღაცებს გიორგი გახარია კეკრეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი
Next post გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, მათ არავინ ებრძვის, საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე