გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, მათ არავინ ებრძვის, საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე

Read Time:35 Second

არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, თითქოს მათ ვიღაც ებრძვის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტში საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე.

ევროპული სტანდარტები არის თუ არა ამ კანონის მიღება ეს ჰკითხონ ევროპის სახალხო პარტიას, რომელმაც უკვე დააინიცირა უცხოური აგენტების რეესტრის შესახებ კანონი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება, თითქოს მათ ვიღაც ებრძვის. არავინ ებრძვის, საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე. ეს არასამთავრობო სექტორი იღვწის, რათა თანამდებობის პირების ფინანსური გამჭვირვალობა იყოს, მაგრამ როცა მათ ფინანსურ გამჭვირვალობაზე მიდგა საქმე, ამბობენ, რომ მათი საქმეა, ფინანსებს საიდან მოიზიდავენ და როგორ დახარჯავენ. ამ დროს, საზოგადოებას აინტერესებს როგორც თანამდებობის პირის ფინანსური გამჭვირვალობა, ისე არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა, რომელსაც აქვს ამბიცია, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: პრეზიდენტს არაერთხელ უცდია მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა არ ავყვებით – არ მგონია მას ამერიკული, რუსული ან ეს კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს
Next post ეკა სეფაშვილი: ბევრია საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან – მათი დაფინანსების უცხოური წყაროები გამჭვირვალე უნდა იყოს