ირაკლი კობახიძე: წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით

Read Time:25 Second

გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება.

„წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით. გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის (ბრიუსელში) ვიზიტის შემდეგაც. გარკვეული საკითხები დამატებით დაზუსტებას საჭიროებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი საერთო შეხვედრა აღარ გაიმართება და დიალოგი მომდევნო პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელსი ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება, რომელიც 16 მარტს არის დაგეგმილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – პირბადის ტარების მაჩვენებელი 43 პროცენტამდე შემცირდა, დიდ შეცდომას ვუშვებთ, ნუ დავიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია
Next post ილია მეორე: განკითხვა დამღუპველია, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს