ირაკლი კობახიძე: ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი, როგორც უკრაინისთვის

Read Time:36 Second

ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი, როგორც უკრაინისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული კითხვარი, რაზეც ხელისუფლებას დასჭირდება პასუხების გაცემა.

„ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ეს განაცხადი ზუსტად იგივე ფორმით, პროცედურით და ვადებში განიხილება, როგორც განიხილება უკრაინის განაცხადი. ამასთან დაკავშირებით უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირმა. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გაგრძელდება თვეები, შესაძლოა ნახევარი ან ერთი წელიც დასჭირდეს. ვადებში ეს პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი როგორც უკრაინისთვის. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული კითხვარი, რაზეც ჩვენ დაგვჭირდება პასუხების გაცემა. ამასობაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის რეალური დღის წესრიგი და რეალური პროცესი. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციებია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი – სჯობს, გამიღოთ ციხის კარები, სანამ მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ
Next post “ავკრძალავდი რუსული რბილი ძალის ტირაჟირებას, დავიწყებდი მოლაპარაკებებს რუსეთიდან გამოსულ კომპანიებთან….” – ხაზარაძე კითხვაზე, ხელისუფლებაში რომ იყოს, რას გააკეთებდა