“ავკრძალავდი რუსული რბილი ძალის ტირაჟირებას, დავიწყებდი მოლაპარაკებებს რუსეთიდან გამოსულ კომპანიებთან….” – ხაზარაძე კითხვაზე, ხელისუფლებაში რომ იყოს, რას გააკეთებდა

Read Time:1 Minute, 32 Second

გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე, რას გააკეთებდა ამ ვითარებაში ხელისუფლებაში რომ იყოს, “ლელოს” ლიდერი” პასუხობს, რომ პირველ რიგში დროებით სავიზო რეჟიმს შემოიღებდა და დასავლეთის გვერდით დადგებოდა, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს სანქციებზე შეერთება არ შეეძლო:

“დავიწყოთ საზღვრით, დროებითი სავიზო რეჟიმი უნდა შემოღებულიყო საქართველოში, სანამ ომი მიმდინარეობს, რათა გავაკონტროლოთ, ვინ შემოდის და რა შემოდის. თუ საზღვარს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ოპოზიციურად – ანტიპუტინისტურად გაწყობილ ადამიანებს საქართველოში არ უშვებენ. ეს ნიშნავს, რომ სია გაქვთ საზღვარზე და გაქვთ დავალება, რომ ეს ადამიანი თქვენ აქ არ შემოუშვათ. ვინ შეიძლება მოგეცეთ ეს დავალება? – რა თქმა უნდა რუსეთმა.

მეორე, აუცილებლად დავდგებოდი ცივილური სამყაროს გვერდზე. ჩვენ ორმხრივ სანქციებში ვერ მივიღებდით მონაწილეობას, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს საშუალება, რომ რაღაცა გადაკეტოს და გადმოკეტოს, მაგრამ მკაფიოდ დავაფიქსირებდი პოზიციას და ვიქნებოდით ზელენსკის გვერდზე ფიზიკურად – ჩავიდოდით და გვერდზე დავუდგებოდით და ქართველი ხალხის ღირსეულ სახეს გამოვაჩენდით და იუნკერების საფლავზე სამარცხვინო განცხადებას არ გავაკეთებდით, რომ უკრაინაშია ომი და არა საქართველოშიო.

რაც ყველაზე მთავარია, ავკრძალავდით რუსული რბილი ძალის ტირაჟირებას საქართველოში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. იქნება ეს მასმედია, პარტია თუ სხვა. ეს თუ არ გაკეთდა, ვიქნებით ამ დაპირისპირებაში და გახლეჩვაში, რომელსაც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები აწყობენ ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება ეკონომიკას, დღეს უკვე ანტიკრიზისული პროგრამა იქნებოდა მომზადებული, მარშალის გეგმა. ყველამ ნათლად დაინახეთ, რომ უკრაინას ელოდება მარშალის გეგმა, ეს პრემიერმა ჯონსონმა გამოაცხადა. ჩვენ უნდა ვიყოთ ამის ნაწილი. ამ დიდი კრიზისიდან შესაძლებლობების მთელი ნუსხა უნდა იყოს გაკეთებული. ვინ ჩამოდის ჩვენთან? – აიტი სპეციალისტები, ძირითადად უკრაინიდან, იგივე რუსეთიდან და ბელარუსიდან. კარგი სკრინინგის პირობებში, საქართველოს აიტი სპეციალისტების ახალ ჰაბად გადაქცევა შესაძლებელია. ქართულ სილიკონ ველად.

ასევე გადავხედავდი და იმ მულტინაციონალური კომპანიებისთვის, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს დავაწესებდი პრაქტიკულად ნულოვან ტარიფს. პირველი ხუთი წელი მიწას და გადასახადებს უფასოდ გადავცემდი.

რაც ყველაზე მთავარია რაღაცნაირად ჩავიდოდით და აფხაზ და ოს ძმებს ვეტყოდით – არანაირი ომი. ის ავანტურა, რაც ტელევიზორში ისმოდა, რომ დრო დადგა შევიდეთ აფხაზეთშიო, ეს არის პროვოკაცია. ჩვენ გვინდა მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრება, ეს უნდა ვუთხრათ მკაფიოდ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი, როგორც უკრაინისთვის
Next post ანდრია გვიდიანი: მე ვიტყოდი, რომ სწორედ დღევანდელი პოლიტიკის შედეგად, პრაქტიკულად 2024 წლის არჩევნებიც კი გაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“