ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, აქტიურად ვიმუშაოთ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელიც კორუფციის კუთხით არსებობს

Read Time:36 Second

ჩვენი ამოცანაა, აქტიურად ვიმუშაოთ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელიც კორუფციის კუთხით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ Transparency International-ის კორუფციის აღქმის ყოველწლიურ ინდექსთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კრიტიკა არის საფუძველი იმისა, რომ გაუმჯობესდეს სფეროები, რომელიც ამას საჭიროებს.

„უნდა ჩავიხედოთ, რას ეფუძნება კვლევა. ჩვენთვის მთავარია, აღმოიფხვრას პრობლემები, რაც არის. რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის სირთულეები, პრობლემები, გამოწვევები და ჩვენი ამოცანაა, ამაზე აქტიურად ვიმუშაოთ. შესაბამისად, არც კრიტიკას შევუშინდებით თუ მას საფუძველი აქვს. პირიქით, კრიტიკა არის საფუძველი, გავაუმჯობესოთ სფეროები, სადაც გვჭირდება გაუმჯობესება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის კორუფციის აღქმის ყოველწლიურ ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, რომელსაც წელს ყველაზე მეტად უნდა დააკვირდნენ. საქართველო ინდექსში ხუთი საფეხურით დაწინაურდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: 2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება
Next post რა საფრთხეს უქმნის სმარტფონი ბავშვებს