ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა, მათ შორის ისეთი მძიმე პატიმრის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია

Read Time:54 Second

ჩვენი ერთადერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა. მათ შორის ისეთი მძიმე პატიმრის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. სწორედ ამ ამოცანიდან გამომდინარე მოქმედებს სახელმწიფო და თითოეული სტრუქტურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გადაყვანის დროს სააკაშვილის მხრიდან იყო ძალადობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან კი, იყო სათანადო მოპყრობა.

„როდესაც საუბარია პატიმრების შეძახილებზე, როდესაც გინება ისმის მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც სასიამოვნო და არც მისაღები. მაგრამ როდესაც ხდება ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანა შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.

როდესაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, იქ ასეთი რისკები ხომ ბევრად უფრო მეტი იყო. ეს სამწუხარო რეალობაა. ჩვენთვის მთავარია ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა, რადიკალურად შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ის, რომ საუბარია მაღალ მატერიებზე და არა იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება წამების ან არაადამიანური მოპყრობის კუთხით ჰქონდეს პრობლემა, ეს ის რეალობაა, რომელიც სწორედ 2012 წლის შემდეგ დადგა საქართველოში. თუ შეიძლება ციხეს კომფორტი შეექმნას, ყველა ხედავს რამდენად კომფორტულია ის გარემო, რომელიც დღეს არის შექმნილი.

რაც შეეხება ძალადობას – გადაყვანის დროს სააკაშვილის მხრიდან იყო ძალადობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან კი, იყო სათანადო მოპყრობა,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, მესმის, რომ სასჯელი არ მოსწონს, მაგრამ როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე მასაც მოუწევს, მოიხადოს
Next post საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა – ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მომავალში აღარ დაუშვებს