ირაკლი კობახიძე: ჩვენგან ითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ეს აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აცდენილია სამართალს, კანონს

Read Time:34 Second

რაც შეეხება დიაგნოზს, მარტივად უნდა ითქვას რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმარს არ აქვთ. [დაავადებების] ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები პრაქტიკულად ყველას აღენიშნება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდისგან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

„ქვეყანას ვერავის ავარევინებთ. არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ შესაბამისმა ორგანოებმა. და ჩვენგან, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აცდენილია სამართალს, კანონს, ყველაფერს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის პიარული და პოლიტიკური კამპანია, იმისთვის რომ სააკაშვილის ქვეყნის ასარევად გათავისუფლდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას დაგვარწმუნებენ, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე და მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია
Next post იაგო ხვიჩია – უაზრო შიმშილობებისა და ვითომ სააკაშვილის დამცავი აქციებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში დასახმარებლად ლობისტების დაქირავება სწორი ნაბიჯია