ირაკლი კობახიძე: ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას დაგვარწმუნებენ, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე და მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია

Read Time:51 Second

ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაც თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სახით და აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ვითარების არევას. ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის, ამ ხალხის ინტერესებში და ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია. ამას არ სჭირდება არანაირი პიარი და პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება მხოლოდ სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს დიაგნოზი წარუდგინონ, დაკავებულები არიან პიარ კამპანიით. მათ ყველანაირი მცდელობა ჰქონდათ, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მათ შორის ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, თუმცა, ამას ვერ მიაღწიეს და ახლა ჩართეს ახალი ხერხი, რაც ლობისტური და პიარ კომპანიის დაქირავებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენგან ითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ეს აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აცდენილია სამართალს, კანონს