ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

Read Time:41 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინა, რომელიც რადიკალური რიტორიკის გაგრძელებაა, რაც შემაშფოთებელია.

„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არც გვქონდა, ვერ გვექნებოდა. ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და რადიკალური რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ არის შემაშფოთებელი. ჩვენ მრავლად მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები. ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით ალბათ არც არის საჭირო“, – აცხადებს კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია:ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში,სადაც, პრემიერი და სტუმრები იყვნენ ზვიადის საფლავზე პატივის მისაგებად სცდება ყველანაირ ზღვარს
Next post ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ