ირაკლი კობახიძე – შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არც მატერიალური და არც ფორმალური ფასი არ აქვს
შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არც მატერიალური და არც ფორმალური ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება სრულიად ლოგიკურია იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვიდრე გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება დოკუმენტს, იქამდე „ნაცმოძრაობა“ ვერ ჩაერთვება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული.
„ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებაა და ლოგიკურია ევროპელი პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს მანამდე, „ნაცმოძრაობა“ ვერ ჩაერთვება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. კეთილი ინებონ, მათ მოუწევთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის გონივრული ვადა. თუ როდის ამოიწურება, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ სათანადო დროს. იმას გავაკეთებთ, რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი. გუშინაც ხაზგასმით აღვნიშნეთ. რეგლამენტს მიღმა, იქ არის სამუშაო ჯგუფების სხვა ფორმატები, ვერც ერთ ასეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისინი ვერ ჩაერთვებიან, რაც არის რეგლამენტს მიღმა და რაც გამომდინარეობს მიშელის დოკუმენტიდან. რაც შეეხება რეგლამენტის აღსრულებას, ამაზე პასუხისმგებელია პარლამენტი და ბუნებრივია, რეგლამენტი აღსრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...