გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში იწვევს

Read Time:32 Second

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში იწვევს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე, სადაც შემთხვევითი არჩევის წესით ვაშაძისა და გახარიას დებატები უნდა შემდგარიყო, მან ოპოზიციონერ ლიდერს მდინარაძე გაუგზავნა.

„ძალიან სუსტ საუბარს ვხედავ ადამიანის, რომელსაც წარმოედგინა, რომ ოლიმპოს მთაზე იჯდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიო დებატები, თუმცა ბატონ გახარიას შეეშინდა ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა. ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში და კითხვა დავუსვა, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას არც მატერიალური და არც ფორმალური ფასი არ აქვს
Next post 2020 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს