ირაკლი კობახიძე: ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა

Read Time:1 Minute, 1 Second

31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები მაქსიმალურად იქნება დაცული და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სივრცე იქნება, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ირაკლი კობახიძის ცნობით, საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე მოქალაქეებისთვის.

„გარდა ამისა, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, ისე სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულები. შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა.

მოხარული ვართ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის – ოდირის შუალედური ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო გარემოს. ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს. რაც მთავარია, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე და სხვა სამართალდარღვევაზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს პრობლემა შეიძლება შეუქმნას.

სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირების ხარჯზე გახდა და მომავალშიც უნდა გახდეს შესაძლებელი ინციდენტების მაქსიმალური პრევენცია. ყველა გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს საპარლამენტო არჩევნებს, რაც გახდება მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში
Next post ირაკლი კობახიძე გადასატანი ყუთით ხმის მიცემაზე: ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ალტერნატივა თავად შემოგვთავაზონ