ირაკლი კობახიძე გადასატანი ყუთით ხმის მიცემაზე: ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ალტერნატივა თავად შემოგვთავაზონ

Read Time:36 Second

ის ადამიანები, რომლებიც გადასატანი ყუთით მისცემენ ხმას, შეადგენენ, მაქსიმუმ ამომრჩეველთა ნახევარ პროცენტს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ პარტიამ მიიღოს ზომები და ნახევარ პროცენტში რაღაც იმაიმუნოს, რაღაც გააყალბოს. ეს სრული ნონსენსია, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ამიტომ სასურველია ალტერნატიული წესი შემოგვთავაზონ. „სხვა წესი გვითხრან, რომელია უფრო რაციონალური და ბუნებრივია ამასაც გავიზიარებდით. ოპოზიციური პარტიები თავად მონაწილეობდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეხვედრაზე, სადაც ეს წესი განიხილებოდა და შეეძლოთ თავიანთი რაციონალური აზრი დაეფიქსირებინათ. რეალურად, ამ გადაწყვეტილებას, არ ჰქონდა ალტერნატივა. ყველა კოვიდინფიცირებულს ექნება არჩევნებში მონაწილეობის საშუალება“, – აღნიშნა კობახიძემ.

რას ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები, ნახეთ ამ ბმულზე.

2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა
Next post ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება