ირაკლი კობახიძე: უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა აქ, როგორც ვიცი 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო

Read Time:1 Minute, 6 Second

სხვათა შორის, უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის აქ ყოფნა. როგორც ვიცი 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. თუმცა ეს ხარჯები არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო, ამის შესახებ პარტია ქართული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი უცხოელი ექიმი.

„იყო, ცალმხრივი კამპანია, იქიდან ფეიკ კამპანია და აქედან იყო არაფერი, შეთავაზებები, მოფერება. არის საავადმყოფო, სადაც არის 2 ოთახიანი პალატა, ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ თუნდაც მინიმალური ფსიქოლოგიური დისკომფორტი ჰქონდეს პატიმარს. წარმოიდგინეთ, სადამდე ვართ მისული, როდესაც საქმე ეხება პატიმარს, პაციენტ პატიმარს და ა. შ. ყველა პირობა არის შექმნილი ამ დაწესებულებაში და გარდა ამისა, შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, აპარატურა ყველაფერია იქ. სხვაგან სად წაიყვანენ საზღვარგარეთ თუ იქ მკურნალობაზეა საუბარი? არის აბსოლუტურად კომფორტული პალატა სამედიცინო დაწესებულებაში, აპარატურა ყველაფერია იქ და არის შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი. არ ვიცი, ალბათ ხარჯებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. სხვათა შორის, უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა აქ. როგორც ვიცი, 200 000 ლარზე მეტია ხარჯი ამ 400 დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. თუმცა ეს ხარჯები არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო. მილიარდებს უდრის ის ფული, რაც მათ მოიხვეჭეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს
Next post ნანუკა ჟორჟოლიანი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიშა ციხეში ჩატოვა!