ირაკლი კობახიძე – სწორედ იმის გამო, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია

Read Time:1 Minute, 51 Second

სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა – სანქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან იყო მოთხოვნა, დაზუსტებულიყო, რა მტკიცებულებებსა და წყაროებს ეფუძნებოდა აშშ-ის გადაწყვეტილება.

„მნიშვნელოვანი იყო ეს დაზუსტება. ჩვენ, იცით, რომ მოვითხოვეთ დაზუსტება, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო მდივნის სახელით და აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. იყო ბევრი შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები? ნული მტკიცებულება – ეს გაირკვა, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე – საჯაროდაც. ნახეთ, სატელევიზო ინტერვიუები აშშ-ის ელჩთან, იქაც ნული მტკიცებულებაა. გაუგებარია, როგორ შეიძლება ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყარო ნიშნავს, გაზეთი უნდა წაიკითხო ან ტელევიზორს უყუროთ, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს. როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი? ამას ხომ ჩაძიება და მოკვლევა სჭირდება, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა. რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს გაირკვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, სწორედ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ. ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა – სანქცია. სინამდვილეში, ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ითქვა თუ არა რამე დეტალი, ეს არის არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული გარკვეული ანგარიში, ეს არის პრესაზე, საგამოძიებო რეპორტაჟებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ეს შეტევა, არსებითად, წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან.

„ახლა უფლებაც არ მაქვს, ვისაუბრო დეტალებზე, მათ შორის, რაც ითქვა სატელევიზიო ინტერვიუდან, ანალოგიური იყო ორმხრივ შეხვედრებზე. რეალურად, ვერავითარ წყაროებზე მითითება ვერ ხდება. რაც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ეს არის „ენჯეოებისა“ და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ათასი დეზინფორმაცია. თქვენ იცით, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ეს შეტევა არსებითად წარმოებს რამდენიმე სუბიექტის მხრიდან. ეს ერთი სუბიექტია, ეს არის „ნაცმოძრაობა“ ფართო გაგებით, რადიკალური ოპოზიცია, ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები და „ენჯეოები“. რეალურად, ეს არის ერთი სუბიექტი სინამდვილეში და  მათი მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ღია წყარო შეიძლება, იყოს „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ან „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებული ტელევიზიები. ღია წყარო შეიძლება, იყოს „ენჯეოს“ დასკვნა, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს „ენჯეოები“ არიან უცხოური აგენტები“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი: თუ დღევანდელ სასამართლოს 2012 წლის სასამართლოს ვადარებთ, მაშინ, როგორ შეიძლება ეს სასამართლო რაიმე სახის სანქციას იმსახურებდეს და ის სასამართლო – არა
Next post ირაკლი კობახიძე – ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით, აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე