დავით მათიკაშვილი: თუ დღევანდელ სასამართლოს 2012 წლის სასამართლოს ვადარებთ, მაშინ, როგორ შეიძლება ეს სასამართლო რაიმე სახის სანქციას იმსახურებდეს და ის სასამართლო – არა

Read Time:1 Minute, 6 Second

დღევანდელ სასამართლოს თუ ჩვენ ვადარებთ 2012 წლის სასამართლოს, მაშინ როგორ შეიძლება ეს სასამართლო იმსახურებდეს რაიმე სახის სანქციას და ის სასამართლო – არა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„უსამართლობის განცდას საზოგადოებაში ტოვებს ის, რომ 2012 წლამდე სააკაშვილისა და ადეიშვილის პირმშო იყო ის სისხლიანი სისტემა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სასამართლო და რომელზედაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი და სისტემურ დანაშაული ჰყავს დადანაშაულებული სააკაშვილის რეჟიმი, არცერთი სანქცია, არცერთი პროტესტი, რომელიც სანქციის მსგავსი იქნებოდა არ ყოფილა თეთრი სახლიდან და არც სახელმწიფო დეპარტამენტიდან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, კონკრეტულ ადამიანებს მიეწებათ იარლიყი კორუფციასა და მოსამართლეების ზეწოლაზე.

„მათი სანდრო წყარო ჩვენთვისაც რომ გახდეს სანდო, ამისთვის საჭიროა ამ ინფორმაციის გაცვლა. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ, სახელმწიფოებრიობის აღქმის ნაწილში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პრობლემები არ უნდა გაჩნდეს. სივრცეები არ უნდა დარჩეს იმის აღქმაში, რომ ურთიერთობა გაქვს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანასთან რომელიც ასევე არის სახელმწიფო, სადაც ასევე მოქმედებს კონსტიტუცია, არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და მუშაობენ და ფუნქციონირებენ სამართალდამცავი ორგანოები.

ამერიკელებს რომ ჰქონოდათ საუბარი იმაზე, რომ შეტანილია ამდენი განცხადება პროკურატურაში მოსამართლეებისა, რომლებიც აცხადებდნენ ზეწოლას მათზე, რამე მსგავსი რომ ყოფილიყო და ამაზე გაეკეთებინათ განცხადება, ეს ცოტა მაინც შეცვლიდა სიტუაციას.

მაგრამ, ახლა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიმკითხაოთ, ჩვენ უნდა გავშიფროთ ის ჩანაწერები რომელიც აღქმების დონეზეა, გარკვეული მოცემულობის დონეზე შეიქმნა და ამაში გარკვეულწილად კონკრეტულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია მხარს უჭერს მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას
Next post ირაკლი კობახიძე – სწორედ იმის გამო, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია