ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ

Read Time:39 Second

დედა რომ ხარ, ძმა რომ ხარ, შვილი რომ ხარ, როგორ შეიძლება ცივი მჭადი მიუტანო თბილი პურის მაგივრად იმისათვის, რომ არ გასუქდეს. უბრალოდ კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანება ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი.

„კეთილი ინებონ და თავი დაანებონ თვითდაზიანების მცდელობებს როგორც სააკაშვილმა, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა. ასეთ შემთხვევაში არაფერი პრობლემა აღარ იქნება. პრობლემას ქმნის ის, რომ ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და აქედან გამომდინარე იკლებს ან არ იმატებს წონაში. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო ქმედება და ამის წახალისება სამწუხაროდ ხდება გარედან. წონაში კლებიდან გამომდინარე შემდეგ ვიღაცები ითხოვენ მის გათავისუფლებას, ეს არის სამარცხვინო მოვლენა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ ვუპასუხებთ ვერც მისი გათავისუფლებით, ვერც გადაყვანით და ა.შ. საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე “ოცნების” დეპუტატებზე: ვირთხები… ქალაჩუნები არიან
Next post მამუკა ხაზარაძე: ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით