ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, სტრასბურგს აქვს დადგენილი და ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს

Read Time:28 Second

საქართველოში ყველამ იცის, რა მოხდა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გირგვლიანის მკვლელების საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მისი [სააკაშვილის] სარჩელი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

„საქმე ეხება ორ თემას – ვალერი გელაშვილის საქმეს, სადაც სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს სტრასბურგში, რომ ვალერი გელაშვილი არ უცემიათ, ის ამაში გარეული არ ყოფილა და ა.შ. და მეორე არის გირგვლიანის საქმე, სადაც საუბარია მკვლელების მფარველობაზე. ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, თვითონ სტრასბურგს აქვს თავის დროზე დადგენილი და გამოდის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სტრასბურგში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ენერგეტიკას ევროპის შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენებს
Next post ანდრია გვიდიანი: მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, არცერთ თეორიულ ან პრაქტიკულ ასპექტში საქართველოში ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა არ შეიძლება