ანდრია გვიდიანი: მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, არცერთ თეორიულ ან პრაქტიკულ ასპექტში საქართველოში ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა არ შეიძლება

Read Time:41 Second

სააკაშვილმა პირდაპირ ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ შეიძლება ისინი აპირებდნენ ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევას და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პარტიული აქტივი სხვადასხვა ეთერში აქტიურად იმეორებდა ნეიტრალიტეტის საკითხს, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ თეორიულ ან პრაქტიკულ ასპექტში დღეს საქართველოში ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა არ შეიძლება.

„აბსოლუტურად გაუგებარი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხის განხილვა დაიწყეს და მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა ნეიტრალიტეტის თემის განხილვა, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ეტაპზე მიხვდნენ, რომ არასწორ გზაზე იდგნენ, მიხვდნენ რომ მოღალატეობრივი იყო ამ თემის ასე წამოწევა და გაშლა. მერე შეეცადნენ, რომ ეს შეცდომა სხვისთვის გადაებრალებინათ. მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ არცერთ თეორიულ ან პრაქტიკულ ასპექტში დღეს საქართველოში ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვა არ შეიძლება, ამას აქვს როგორც თეორიული, პრქტიკული, ისე პოლიტიკური დასაბუთება.

ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, შესაბამისად, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლის ქართველი ერის არჩევანს სანამ ქართველი თავად არ დააფიქსირებს საპირისპიროს“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, სტრასბურგს აქვს დადგენილი და ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას სტრასბურგში ასაჩივრებს
Next post მიხეილ სააკაშვილი: ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი – სჯობს, გამიღოთ ციხის კარები, სანამ მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ