ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა

Read Time:40 Second

სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა ჩვენი ტერიტორიების 20%, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილს ომში საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, გახსოვთ 8-ში დაიწყო ფართომასშტაბიანი მოქმედებები და 10-ში უკვე ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ეს არის სააკაშვილის გამოცდილება ომში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ, არა მარტო ორი დღის, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მერე გახსოვთ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები, მანამდე რას აკეთებდა, როგორ შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრები და ა.შ.

მას ყველაფრის ფასად უნდა ციხის დატოვება, მას უნდოდა ურისკოდ შემოსულიყო საქართველოში, თუმცა ბუნებრივია ეს ასე ვერ იქნებოდა, მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მას აქვს შეფარდებული. როდესაც გვაქვს ის მოცემულობა, რომ ადამიანები აქ არიან ოპოზიციაში და იქ არიან ხელისუფლებაში, ასეთ დროს შესაძლებელია ნებისმიერი წერილის მიღება უკრაინიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება – სომხეთის განცხადება, კონტაქტის ხაზზე ვითარების გამწვავების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება
Next post თინა ბოკუჩავა: სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე ემუქრება და უნდა მოხდეს მისი ქვეყნიდან გაყვანა