თინა ბოკუჩავა: სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე ემუქრება და უნდა მოხდეს მისი ქვეყნიდან გაყვანა

Read Time:39 Second

“დარწმუნებული ვარ, ევროპული სამართალი სწორ გადაწყვეტილებებს გამოიტანს ამ საქმეებზე, უბრალოდ საუბარია ვადებზე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “მთავარის” ეთერში განაცხადა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“დარწმუნებული ვარ, ევროპული სამართალი სწორ გადაწყვეტილებებს გამოიტანს ამ საქმეებზე, უბრალოდ საუბარია ვადებზე. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება მალე, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვიმყოფებოდი მის მოსანახულებლად და ძალიან თვალთხილულია ის პრობლემები, რაც მას აღენიშნება და ეს მათ შორის დაადასტურა იმ კვლევებმა, რაც როგორც იქნა ჩაუტარეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა სრულად მაინც არ ჩატარდა ეს გამოკვლევები.

აქ საუბარია იმაზე, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე ემუქრება და ამიტომ, ჰუმანიტარული მიზნით უნდა მოხდეს მისი ქვეყნიდან გაყვანა. ეს არის ერთასდერთი სწორი რაღაც, რაც “ოცნებას” შეუძლია, რომ გააკეთოს,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა
Next post ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ენერგეტიკას ევროპის შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენებს