ირაკლი კობახიძე – როგორც კი ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პარტიის შიგნით არსებული პრობლემები

Read Time:1 Minute, 9 Second

ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში პარტიის თავმჯდომარის რანგში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი პარტიის განვითარების პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

“ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოხსენებაში გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. იყო კონცეპტუალური მნიშვნელობის გზავნილები. ხაზს გავუსვამ გზავნილს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებას. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დაეწიოს ეკონომიკა დემოკრატიას და არა პირიქით. ეს არის კონცეფცია, რომელსაც დაეფუძნა ჩვენს ქვეყანაში განახლება 2012 წლის შემდეგ და ეს იყო ჩვენი დემოკრატიული გარდატეხის მთავარი მონაპოვარი. ამ გარდატეხის მთავარი შემოქმედი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ის იქნება მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ხაზს “ქართული ოცნება” და ჩვენი სახელმწიფო არ გადაუხვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, ხომ არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პარტიის შიგნით გაუგებრობას და დაპირისპირებას უკავშირდება.

“ბატონმა ბიძინამ განმარტა პოლიტიკაში მისი დაბრუნების 3 მიზზი. სამივე მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მესამე მიზანს, რომელიც დაკავშირებული იყო გაუგებრობასთან, დაპირისპირებასთან პარტიის შიგნით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იყო იმ მნიშვნელობის დაპირისპირება, რომლის გამოც იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, თუმცა ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი დაბრუნების. როგორც კი ის დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები, რომელიც იყო პარტიის შიგნით. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის წონა, მისი ნდობა. ამ მასშტაბის ნდობა და წონა ჩვენს პარტიაში არავის აქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ
Next post ნიკოლოზ ღადუა ,,ქართული ოცნების” თილისმა!