ბიძინა ივანიშვილი – პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ

Read Time:22 Second

პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, – ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მეხუთე ყრილობა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღეს გამართულ ყრილობაზევე მოხდა ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნული მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია
Next post ირაკლი კობახიძე – როგორც კი ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პარტიის შიგნით არსებული პრობლემები