ირაკლი კობახიძე რეზოლუციაზ-ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ევროპარლამენტს, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც

Read Time:49 Second
ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მსგავსი რეზოლუციები აბსურდულია და იგივენაირად, როგორც წინა შემთხვევებში, ევროსაბჭო და ევროკომისია მას არც ამჯერად გაიზიარებს.

“საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს შემდეგ არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო – ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს.

ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა იგივე მოხდა დღეს და იგივე ხდებოდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის პირდაპირ კატასტროფა,” – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: “არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ”
Next post ირაკლი კობახიძე-ინტერესი იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი ძალიან დიდია, რომლის უკან შეიძლება რუსეთისთვის ვითარების დამძიმების ინტერესი იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს საქართველოს ხარჯზე