ირაკლი კობახიძე-ინტერესი იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი ძალიან დიდია, რომლის უკან შეიძლება რუსეთისთვის ვითარების დამძიმების ინტერესი იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს საქართველოს ხარჯზე

Read Time:41 Second

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ინტერესი იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ძალიან დიდია.

როგორც ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, შესაძლოა ეს ინტერესი გამოწვეული იყოს რუსეთისთვის ვითარების დამძიმების გამო. მისი თქმით, მმართველი ძალა არ დაუშვებს იმას, რომ ეს მოხდეს საქართველოს ხარჯზე.

“კოორდინაცია არის მასშტაბური – აქ ჰყავთ საკუთარი აგენტურა, გარეთაც ჰყავთ საკუთარი აგენტურა, არის მასშტაბური კოორდინაცია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ამ კოორდინაციის შემადგენელი ნაწილი. ინტერესი იმისა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი არის ძალიან დიდი. რის უკანაც შეიძლება იყოს რუსეთისთვის ვითარების დამძიმების ინტერესი, მაგრამ, რა თქმა, უნდა ჩვენ ვერ დავუშვებთ იმისა, რომ ეს მოხდეს საქართველოს ხარჯზე. რაც შეეხება მოლდოვას-მოლდოვა, როგორც ასეთი ომში ვერ ჩაერთვება. მარტივი მიზეზის გამო, რეალურად მათ ჯარი რასაც ჰქვია არ ჰყავთ. ანუ, სამხედრო 5000 კაციც არ არის. რეალურად მათ ომში ჩართვის რესურსი საერთოდ არ აქვთ. ეს არის მოცემულობა,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე რეზოლუციაზ-ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ევროპარლამენტს, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც
Next post წმიდა სინოდი: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად