ირაკლი კობახიძე: რაც ნაცმოძრაობაში ხდება, არის საოცრება – გუშინწინ დატოვა პარტია ნონა მამულაშვილმა და თავმჯდომარის არჩევნებში იღებს მონაწილეობას

Read Time:33 Second

რაც ამ პარტიაში ხდება, არის საოცრება. გუშინწინ დატოვა პარტია ნონა მამულაშვილმა და თავმჯდომარის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. სრული ქაოსია, რაც კარგია იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც მეტი განხეთქილება, ქაოისი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში. საინტერესოც არ არის ამ პოლიტიკურ პარტიაში რა ხდება. საინტერესოა ერთადერთი ის, რომ ეს პარტია თანდათან სუსტდება, ამას უყურებს საზოგადოება და ეს არის კარგი, რომ ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას, ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და გააკეთებს არჩევანს სრულ სიბნელესა და სინათლეს შორის. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს, ყველანაირი გაგებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: რაც მეტი განხეთქილება, ქაოისი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში
Next post გია ვოლსკი: ევროპარლამენტარების განცხადებები მიკერძოებულია – კორუფციის სკანდალის შემდეგ საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი