გია ვოლსკი: ევროპარლამენტარების განცხადებები მიკერძოებულია – კორუფციის სკანდალის შემდეგ საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი

Read Time:1 Minute, 21 Second

ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, კორუფციის სკანდალის შემდეგ, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილზე ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება და ის არ არის ერთადერთი, ეჭვს იწვევს ზოგადად ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს ერთი მხრივ, გამოძიების და მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე: ხომ არ სურს იმის თქმა, რომ ფოტიგასაც კორუფციასთან აქვს კავშირი, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არ უთქვამს.

„თქვენ შთაბეჭდილებები რაც დაგრჩათ, ნაკლებად მაინტერესებს. რაც ვთქვი, ის ვთქვი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თვალს უსწორებს პასუხისმგებლობას, თუმცა, მისივე თქმით, სააკაშვილი ვალდებულია მიიღოს მკურნალობა, რაც მას აქვს დანიშნული.

„მე არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ პასუხისმგებლობას ადამიანის, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი, ადამიანები, ჯარისკაცების ცხედრები და რომელიც დღეს თქვენ გაფინანსებთ. არ ვიცი ერთმანეთთან თუ უკავშირებთ ამას ყველაფერს. ჩვენც ვაკვირდებით ყოველდღიურად (მის მდგომარეობას). მთავარი თემა უნდა გამომდინარეობდეს არამარტო ლოგიკიდან, არამედ საექსპერტო დასკვნებიდან. სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით პოლიტიკურ ველზე მისი თანაპარტიელები და რადიკალური ოპოზიცია პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება თვალს უსწორებს, არსებობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელიც სრულფასოვნად ემსახურება პატიმრებს, მათ შორის, სააკაშვილს. სააკაშვილი კიდევ ვალდებულია მიიღოს მკურნალობის ის დანიშნულება, რომელიც არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიერ აუცილებლად მიჩნეული. ეს არის ფაქტი. არსებობს მკურნალობის პროცედურა და კვების გარკვეული რაციონი, რომელსაც უნდა იღებდეს პატიმარი სააკაშვილი. ამის იქით დასკვნები წაიკითხეთ, არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამდენი უნდა ილაპარაკონ ჯანმრთელობის ექსპერტების სანაცვლოდ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: რაც ნაცმოძრაობაში ხდება, არის საოცრება – გუშინწინ დატოვა პარტია ნონა მამულაშვილმა და თავმჯდომარის არჩევნებში იღებს მონაწილეობას
Next post პარლამენტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს