0 0
Read Time:17 Second

ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.  ხვალ კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება.

სხდომას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება.

შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები