ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი, როდესაც ამაზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს ნიშნავს, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია

Read Time:32 Second

დღეს რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად მათ ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატების დაყენება და ეს არტის სავსებით ლოგიკური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა 2024 წელსაც ასეთივე ვითარება გვექნება, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ არ დააყენა საკუთარი კანდიდატურები ეს იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს ნიშნავს რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაჩი ცაგურია 30 აპრილის აქციაზე: თუ ვინმესთვის საქართველო არის უფრო მთავარი და არა სხვა ქვეყანა – ყველა უნდა მოვიდეს
Next post გიორგი ხახუბია: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა