გიორგი ხახუბია: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა

Read Time:33 Second

ამის შესახებ ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხახუბიამ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ  ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ეს არის ის ძირითადი მოტივაცია, რომელიც იმედს მაძლევს და საშუალებას, უფრო მეტად ვიმუშაო იმ გამოწვევების და პრობლემების წინაშე, რომელიც ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, არჩევნები ფოთში, ხობსა და სენაკში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, არ ჰქონდა ადგილი რაიმე გადაცდომას და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, ასევე მინდა მივულოცო “ქართული ოცნების” თითოეულ კანდიდატს გამარჯვება არჩევნებში და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში”- განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

ცნობისათვის, შუალედურ ა არჩევნებში მონაწილეობა  10 105 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24,95 %-ია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი, როდესაც ამაზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს ნიშნავს, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია
Next post ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია