ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

Read Time:56 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება, მოლდოველ კოლეგას – ანდრიან კანდუს შეხვდა.

მხარეებმა 2 მარტს მოლდოვაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეები გაუძღვებიან.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს აღნიშნული ღონისძიების, სამმხრივი ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებასა და ამ მიმართულებით, ურთიერთობის გააქტიურებას.
მხარეებმა ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ და ანდრიან კანდუმ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.

„დღეს დაიწყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. შევხვდით ჩემს კოლეგას, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი ასპექტები. ხვალ გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება სამი სპიკერის: ჩემი, ასევე, უკრაინელი და მოლდოველი კოლეგების მასპინძლობით და ატლანტიკური საბჭოს თანამონაწილეობით. ეს ღონისძიება დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის, სამმხრივი ურთიერთობები მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის და ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ საერთო მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, საერთო გამოწვევები და საჭიროა ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰიბრიდული და ელექტრომობილის მძღოლები ტაქსის ლიცენზიაზე შეღავათით ისარგებლებენ
Next post ოკუპირებულ ცხინვალში გაურკეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  მეორის შეხედრა დასრულდა