ირაკლი კობახიძე: მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, მოვახერხეთ ყველა პრობლემის დაძლევა, საბოლოო ჯამში დავამშვიდეთ ქვეყანა და დავამშვიდეთ პოლიტიკური პროცესი

Read Time:53 Second

2021 წლის პოლიტიკური მოვლენების ქრონიკა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ შეაჯამა.

„ქვეყნისთვისა და გუნდისთვის პრინციპულ მომენტში მაშინდელმა პრემიერმა სამწუხაროდ უღალატა არა მარტო გუნდს, არამედ ქვეყანას და გადადგა ძალიან მძიმე ნაბიჯი. მანდ დატოვა პოსტი გაუგებარი მიზეზით და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო პროცესების წარმართვა. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლიდან გუნდი პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა“, – განაცხადა ირაკლიმ კობახიძემ.

მანდ ასევე ისაუბრა შარლ მიშელის ფასილიტაციით მიღწეული შეთანხმებაზე, რომლითაც ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ.

„ამ შეთანხმების რეალური მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხეთ სწორად ლავირება. ხელი მოეწერა ისეთ ვერსიას, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო, თუმცა ამის შემდეგ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი არ მოაწერეს ჩვენს მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, უკვე მოხდა მისი ანულირება, რაც ახლაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად იყო ძალიან სწორი და უალტერნატივო ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, ჩვენ 2021 წელს, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, მოვახერხეთ ყველა პრობლემის დაძლევა და საბოლოო ჯამში დავამშვიდეთ ქვეყანა, დავამშვიდეთ პოლიტიკური პროცესი. მოვახერხეთ ის, რომ ოპოზიციას მოუწია პარლამენტში შემოსვლა. პოლარიზაციის ხარისხი შემცირდა ამ პერიოდის განმავლობაში და ამაში ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა
Next post თამარ ჩარკვიანი: „პოსტ პუტინურ სკაზკას” ანუ ზღაპრებს ვისმენთ ნირწამხდარი პოლიტიკანი ბურჯანაძისგან “ლარიანი” აგარაკიდან