ირაკლი კობახიძე: მინდა პრეზიდენტს შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით – იქნებ გაიხსენოს და ამის მერე ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე

Read Time:37 Second

რაც შეეხება თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, მინდა პრეზიდენტს შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით: რას ამბობდა ომის შესახებ, როგორ დაიწყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის მერე ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, მთავარია დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად – საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: დღეს შედგა მისი კურთხევა, საქართველოში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ
Next post მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, რუსეთის მოქალაქეების დევნა რომ დაგვეწყო, უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს რომ ავყოლოდით – ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე?