ირაკლი კობახიძე – „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში, ამ პარტიებს სამწუხაროდ, არ აქვთ ღირსების შეგრძნება

Read Time:41 Second

პარტია „ლელო“ როდესაც აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში საარჩევნო მიზნებისთვის, ეს მათ უპრინციპობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, მათ შორის რეალურად ზღვარიც წაშლილია.

„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს სამწუხაროდ, არ აქვთ ღირსების შეგრძნება, იგივე გამოჩნდა იმ კოალიციების მაგალითზე, რომლებიც გაფორმდა ოთხ მუნიციპალიტეტში. ერთი პარტია მეორის ლიდერს უწოდებდა „თვალთხარიას“, მეორე პირველს უწოდებდა „მკვლელებს“ და შემდეგ შეკრეს კოალიცია. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე. ამის გამოხატულებაა „ლელოს“ პოზიციაც. როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს ლელოს უპრინციპობაზე მეტყველებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის. მათ შორის რეალურად ზღვარიც არის წაშლილი, ამიტომ, ეს ყველაფერი არავის უკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: დაბადების დღეს ვულოცავ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედებაა ამ ქვეყნისთვის
Next post გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ მიმდინარე წელსაც გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო შემცირდეს უმუშევრობა