გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ მიმდინარე წელსაც გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო შემცირდეს უმუშევრობა

Read Time:1 Minute, 12 Second

გასული წლის მეოთხე კვარტალში გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სამუშაო ძალა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა, რაც ცალსახად პოზიტიური ფაქტორია და ეკონომიკის სწრაფი ზრდის კონტექსტში, დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვან გაჯანსაღებაზე მიანიშნებს. 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (20.4 პროცენტიდან) და 19.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 46.3 ათასით გაიზარდა და 1,244.2 ათას ადამიანს გაუტოლდა. მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 36 ათასით, ანუ სამჯერ თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან შედარებით, რაც თავის მხრივ 10 ათასს გადააჭარბა,“ -წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ძალა (შრომის ბაზარზე აქტიური მოსახლეობა) 30.4 ათასით გაიზარდა და 1,536.1 ათას კაცს გაუტოლდა, ხოლო სამუშაო ძალის აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტული პუნქტით და 51.2 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ მონაცემების შეფასებისას, გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ დასაქმების, სამუშაო ძალის და აქტიურობის დონის ზრდა წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რამდენადაც ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, ერთი მხრივ, გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის მხრიდან ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის მზაობა და ისინი უკვე აქტიურად ეძებენ სამსახურს, ხოლო, მეორე მხრივ, მოიმატა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამავე დროს დასაქმების (სამუშაო ძალასთან შედარებით) უფრო მაღალი ზრდის ფონზე უმუშევრობის დონეც შემცირდა.

„ჩვენ მიმდინარე წელსაც, ყველა შეფასებით გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო შემცირდეს უმუშევრობა. მთავრობის ახალი დასაქმების პროგრამაც, რაც სოციალურად დაუცველი პირების გადამზადებას და შრომის ბაზარზე აქტიურად ჩართვას ემსახურება, უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორიც გახდება, განსაკუთრებით რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გადატანით,“ – მიაჩნია ექსპერტს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში, ამ პარტიებს სამწუხაროდ, არ აქვთ ღირსების შეგრძნება
Next post „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ქუთაისში შეხვედრა გამართა